Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება  
№   5/29-1   
07.03.2014 
ქ.თბილისი

სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დოქტურანტების სამეცნიერო ხელმძღვანელისა და სადისერტაციო თემების  დამტკიცების შესახებ
            
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 18-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსის მ. ლობჟანიძის 6.03.2014  № 2344/29 წერილის საფუძველზე
ვბრძანებ:
1.    დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემები და ხელმძღვანელები:

•    უჩა გორდულაძე – სადისერტაციო თემა:  „სამომხმარებლო სესხების მართვის მექანიზმი საქართველოს კომერციულ ბანკებში“
მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ლეილა ღუდუშაური
•    ოთარ ანგურიძე –  სადისერტაციო თემა: „საერთაშორისო ფინანსების ზეგავლენა საქართველოს ფინანსური სისტემის უსაფრთხოებაზე“
მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი იაშა მესხია
•    ნინო ჯანელიძე – სადისერტაციო თემა: „სოციალური მეწარმეობა და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში“
მეცნიერ–ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი შოთა შაბურიშვილი
•    ნათია დაღელიშვილი – სადისერტაციო თემა: „ქართული ფირმების საექსპორტო საქმიანობის დივერსიფიკაცია ევროკავშირის ბაზრებზე“
მეცნიერ– ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი დავით სიხარულიძე
•    მარიამ ნიქაბაძე – სადისერტაციო თემა: „კულტურის მენეჯმენტის თანამედროვე ტენდეციები და მათი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე“
მეცნიერ–ხელძღვანელი: ასოცირებული პროფესორი გელა გრიგოლაშვილი
•    სოფიო თაღიაშვილი  – სადისერტაციო თემა: „ფისკალური პოლიტიკის ზეგავლენა ეკონომიკურ ზრდაზე“
მეცნიერ–ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მალხაზ ჩიქობავა
•    გივი თოთიბაძე – სადისერტაციო თემა: „მარკეტინგის განვითარების პრობლემები და პერსპექტივები საქართველოში“
მეცნიერ–ხელმძღვანელი: პროფესორი ნუგზარ თოდუა
•    გიორგი ომანაძე – სადისერტაციო თემა: „საკონსულტაციო მომსახურების ბაზრის მარკეტინგული კვლევა და მისი განვითარების ტენდეციები საქართველოში“
მეცნიერ–ხელმძღვანელი: პროფესორი ნუგზარ თოდუა
•    შოთა გეთია – სადისერტაციო თემა: „პოსტკომუნისტური ემიტენტების ევროპული ოფციონების პრობლემები სავალო კრიზისის ფონზე (ვარშავის ბირჟის მაგალითზე)
მეცნიერ–ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ემზარ ჯგერენაია
•    გიორგი თეთრაული –  სადისერტაციო თემა: „ეკონომიკური განვითარების რყევების მიზეზები და მისი გავლენა მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე“
მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნაზირა კაკულია
2.    კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
3.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4.    დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს  ბრძანება განათავსოს ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
5.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.



დეკანი, ასოცირებული პროფესორი          თეიმურაზ ბერიძე